თეგი: ბაქო-თბილისი ყარსი

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმება დამტკიცდა

აზერბაიჯანის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის დამტკიცდა შეთანხმება, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე, პირველადი ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამტკიცებს შეთანხმებას. ინფორმაციისთვის, დოკუმენტი 2022 წლის 18 აგვისტოს, ბაქოში გაფორმდა. ბაქო-თბილისი-ყარსი ფართოვდება, რათა მეტი ტვირთი მოიზიდოს შუა დერეფანში - აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დროებით დაიხურა რას გულისხმობს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად გაფორმებული შეთანხმება, ამასთან დაკავშირებულ დეტალებზე აზერბაიჯანული მედია რამდენიმე დღის წინ წერდა. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და სამეწარმეო კომიტეტის თავმჯდომარემ თაჰირ მირკიშილმა მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მონაცემთა წინასწარი გაცვლის შეთანხმება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქონლის შეუფერხებლად და სწრაფ საერთაშორისო ტრანსპორტირებას სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით. ასევე, ტვირთების გადაზიდვისას დროის შემცირებას. „თანამშრომლობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საბაჟო კონტროლზე დახარჯული დრო უნდა შემცირდეს, პროცედურები გამარტივდეს მონაცემთა გაცვლის პირველადი ელექტრონული სისტემების გამოყენებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქონელს, რომელიც საჭიროებს სწრაფ ტრანსპორტირებას, ინსპექტირების ჩატარებას რისკის ანალიზის საფუძველზე. მიიღებენ ერთობლივ ზომებს გარკვეულ პუნქტებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს რენტგენის გამოსახულებებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციას ტექნოლოგიების განვითარებაზე 6 თვის განმავლობაში გაცვლიან. „დაგეგმილია სამმხრივი თანამშრომლობის კომისიის შექმნა ყველა საკითხის მოსაგვარებლად. ხელშეკრულების დეპოზიტარი გახლავთ თურქეთი, ხელშეკრულება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დოკუმენტი თურქულ მხარეს ექნება“, - აღნიშნა მირკიშილმა. შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს შესამოსავლების სამსახური. BTK-მა 2022 წელს 432,284, 2017-2022 წლებში კი, 1,347,585 ტონა ტვირთი გადაზიდა. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოება წლის ბოლომდე დასრულდება - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის გაფართოება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა ბაქოში გამართულ II ფორუმზე - „მდგრადი ფინანსები და ინვესტიციები“ განაცხადა. მისი თქმით, ამ პროექტის სრული განხორციელება აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში. „BTK-ის რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. მნიშვნელოვანი პროექტია ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი. ალათის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც ამ პორტის გვერდით მდებარეობს და რომელსაც აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, უზრუნვლეყოფს ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციისა და მომსახურების წარმოებას. გააფართოებს აზერბაიჯანის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და გაზრდის ტვირთების გადაზიდვის მოცულობას. ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას რეგიონულ ჰაბად და ელექტრონული კომერციის ცენტრად,“ - განაცხადა ჯაბაროვმა. აზერბაიჯანული მედია აგვისტოში წერდა, რომ სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ CJSC (ADY) შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოსთან დაკავშირებით, ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერირებისთვის აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ კომპანიას უახლოეს დღეებში დააფუძნებენ

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის პროექტის სრული განახლებისთვის ჩატარებული სამუშაოს 95 პროცენტამდე უკვე დასრულებულია,“ ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა მედიას განუცხადა. მისი თქმით, პროექტი ხუთ ეტაპს შედგებოდა და აქედან სამი უკვე დასრულებულია. „ახალქალაქის სადგურზე სამუშაო დასასრულს უახლოვდება. დანარჩენი სამუშაოს დასრულებაც ორ თვეში იგეგმება,“ - აღნიშნა რუსტამოვმა. მან აღნიშნა, რომ BTK, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია, ქმნის უამრავ შესაძლებლობებს ჩინეთიდან ევროპაში და უკან საქონლის ტრანსპორტირებისთვის. ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ მარშრუტზე ევროპული და ჩინური ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობის მიწოდებაზე უახლოეს თვეებში. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა იქნება სატრანზიტო ტვირთის მოცულობის გაზრდა,“ - დასძინა რუსტამოვმა. რუსტამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მართვის ერთობლივი საწარმო შეიქმნება. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, მომზადდა სამართლებრივი დოკუმენტები, უახლოეს დღეებში კი, ერთობლივი საწარმოს შექმნაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ ყველა ოპერაციას ეს საწარმო განახორციელებს. საქართველო და აზერბაიჯანი ამ საწარმოში 50-50%-იანი წილით იქნებიან წარმოდგენილნი. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები „ერთობლივი საწარმოს ძირითადი ამოცანაა პროექტთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება, ტვირთის გადაზიდვის ტარიფების დაწესება და ზოგადად საოპერაციო საკითხების მოგვარება,“ - აღნიშნა რუსტამოვმა.